ვითარება ღაზის სექტორში
ისრაელის სამხრეთ საზღვართან, ღაზის სექტორში ძლიერი აფეთქება მოხდა. ახალმა ჯაბალიაში აქტიური სამხედრო ოპერაცია დააანონსა, მანამდე კი ჯაბალიის ბანაკში მყოფ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს საბრძოლო მოქმედებების ამსახველი კადრები გაავრცელა დაჯგუფება ჰამასმაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე შესულ ისრაელის ჯავშანტექნიკას ბომბავს. კადრები ჰამასმა ტელეგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.
