საკადრო ცვლილებები რუსეთში
რუსეთში საკადრო ცვლილებებია. ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. რუსეთის თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს არასამხედრო მოხელის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად სამოქალაქო თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ინოვაციების დანერგვის აუცილებლობითაც ახსნა.
