რუსეთის იერიშები უკრაინაზე
ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ქალაქი რუსეთის იერიშების სისტემატური სამიზნეა. ოკუპანტები ამტკიცებდნენ, რომ რეგიონის რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს, უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ ვოლჩანსკი და მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა დონეცკის მიმართულებითაც.
