სასამართლოს გადაწყვეტილება
უჩა აბაშიძეს და მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. მიზეზი, საქმეში არსებული ინტიმური შინაარსის მტკიცებულებებია. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და არ გამორიცხავენ დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
