დრონებით თავდასხმა ვოლგოგრადში
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცნობას რუსული მედია ავრცელებს და იუწყება, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის. ინფორმაციას უკრაინული მედიაც ეხმაურება და წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონები, 12 მაისის ღამეს თავს დაესხნენ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ვოლგოგრადის, კალუგასა და ლიპეცკის ოლქებში.