მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის ქალაქებიდან
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს ხარკოვიდან მოსახლეობა გაჰყავს. ევაკუაციის ამსახველი კადრები საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა, რომლის ცნობითაც მშვიდობიანი მოსახლეობის გახიზვნა ოლქის სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსიკიში დაიწყო, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მოსკოვი რუსეთის საზღვართან ახლოს ხარკოვის ოლქის 5 სოფლის დაკავების შესახებ იუწყება, კიევში კი აცხადებენ, რომ რეგიონში კონტროლის შესანარჩუნებლად აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
