კვირაცხოვლობა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მრევლს ქადაგებით მიმართეს.
