კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორშაბათიდან განახლდება. კანონპროექტზე იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები მესამე მოსმენით იმსჯელებენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონს სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.