მამუკა მდინარაძის გამოხმაურება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გუშინ თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება. მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვინაიდან ხელისუფლებას და ოპოზიციას, დემონსტრანტების რიცხვთან დაკავშირებით დიდი აცდენა აქვს, აქვეყნებს ოპონენტების მიერ ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს, დრონის ვიდეოს და „ტას ჯის“ შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ კვადრატულობას, შესაბამისად, ყველას შეუძლია, თავადვე იანგარიშოს ხალხის რაოდენობა. წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში. ზუსტად თქმა შეუძლებელია, თუმცა გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს სიმჭიდროვე, ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ორი ადამიანია. შესაბამისად, მმართველი გუნდის ლოგიკით, გუშინდელ აქციაზე დაახლოებით 18 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, რასაც ისინი გამოქვეყნებული მტკიცებულებით და „ტას ჯის“ მონაცემებით ადასტურებენ.
