„აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონია
„აპოელი“ სადაც გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობს, კვიპროსის ჩემპიონი გახდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ ლარნაკას აეკთან ფრედ 1:1 ითამაშა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა. ორივე გუნდმა სეზონი 73-73 ქულით დაასრულა, „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონის ტიტული 2019 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ისტორიაში 29-ედ მოიპოვა.
