„შახტარი“ უკრაინის ჩემპიონია
დონეცკის შახტარმა უკრაინის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა. გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის გუნდმა 28-ე ტურში უშუალო კონკურენტი კიევის დინამო ანგარიშით 1:0 დაამარცხა. „შახტარი“ ქვეყნის ჩემპიონი მე-15-ედ გახდა. გოჩოლეიშვილისთვის ეს მეორე და აზაროვისთვის პირველი საჩემპიონო ტიტულია.