ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალურ შოუში
„ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს ფინალში დაბრუნება და ხალხის სიყვარულის მოპოვება იყო“,- ამბობს „ქრონიკასთან“ ნუცა ბუზალაძე. ევროვიზიის კონკურსზე, რომელსაც მალმემ უმასპინძლა, ქართველი კონკურსანტი 21-ე ადგილზე გავიდა. საქართველო 7 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ფინალში. ნუცა ბუზალაძემ ფინალურ კონცერტზე 34 ქულა მოიპოვა. 19 მაყურებლისგან და 15 ქულა ჟიურისგან მიიღო. 2024 წლის ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია 591 ქულით გახდა. შესაბამისად, 2025 წლის ევროვიზიას შვეიცარია უმასპინძლებს.