ტრამპი ნიკი ჰეილის კანდიდატურაზე
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკი ჰეილის კანდიდატურას არ განიხილავს. განაცხადა შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, სააგენტო „აქსიოსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც წერდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში თავისი კონკურენტის, ნიკი ჰეილის დანიშვნას გეგმავდა. „აქსიოსის“ საპასუხო განცხადება დონალდ ტრამპმა, ნიუ ჯერსიში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე გააკეთა, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი შეიკრიბა.
