ოკუპანტის იერიში
უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონები, რუსული თავდასხმის მთავარი სამიზნეა. განსაკუთრებით რთულია ვითარება სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკში, სადაც საოკუპაციო ძალამ დამატებითი ჯავშანტექნიკა გადაისროლა. იერიშები არ წყდება ხარკოვის ოლქზე, ადგილობრივი მმართველობის ცნობით, რეგიონიდან 2 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, გენერალურმა შტაბმა თავდაცვის გასაძლიერებლად, იქ დამატებითი ძალები გაგზავნა.
