ომი უკრაინაში
უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ბოლო დღე ღამის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ოლქში, რომელზეც რუსულმა ძალებმა მასირებული შეტევა დაიწყეს. რუსული მხარე ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში 5 სოფლის აღების შესახებ იტყობინება, რასაც უკრაინული მხარე ამ დრომდე არ ადასტურებს. ინტენსიური დაბომბვის გამო რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
