პრემიერის პასუხი საერთაშორისო გამოხმაურებებზე
სამი საათი მედიის წარმომადგენლებთან და არცერთი უპასუხო შეკითხვა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ჟურნალისტებთან, იმ მიღწევებზე საუბრით დაიწყო, რომელი საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და განსაკუთრებით, ბოლო წლებში აქვს. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის კანონს. პრემიერის განცხადებით, პარტნიორებს განუმარტეს, რომ რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ბოლო დღეებში რჩება შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის
