ბრალდებულის აღიარება
პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მელიამ, ელისაშვილმა, გვარამიამ ჯაფარიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს 1 200 ლარი გადაუხადეს. დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეო მასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს