ევროპის დღე
წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება. ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ტარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს აერთიანებს. ღონისძიება გახსნა ევროკავშირის ელჩმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა
