კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა შეკითხვების დასმამდე კიდევ ერთხელ განმარტა რას ნიშნავს გამჭვირვალობის კანონპროექტი და რატომ გახდა საჭირო, ამ კანონის სწორედ ახლა მიღება. მთავარი, რაც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს გუშინაც დაუდასტურა, იყო ის რომ ხელისუფლება მზად არის კანონპროექტზე, კონკრეტულ მუხლებსა და მიზნებზე, მათ შორის პარტნიორებთან ისაუბროს და მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ უკვე ინიცირებული კანონპროექტი კიდევ უფრო დაიხვეწოს, სამართლებრივი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კი ის გათვალისწინებული იყოს. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ვიღაცებისთვის, არათუ კანონის მიღება, არამედ გამჭვირვალობის თემის განხილვაც კი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რაიმე არის ევროპული, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე
