ტრეფიკინგი და 15 დაკავებული
არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგი, ასევე ძარცვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა - ამ ბრალდებებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. ოპერაცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. დაპატიმრებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების ინფორმციით, საუბარია არასრულწლოვანთა ვაჭრობის დანაშაულებრივ სქემაზე და შრომით ექსპლუატაციაზე.
