ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულება
სასამართლო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის შესრულების მიზნით მომზადდა, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. სხდომაზე მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ანრი ოხანაშვილმა შალვა შავგულიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი უწოდა. განხილვას ოპოზიციიდან, ასევე მხოლოდ იაგო ხვიჩია და ფრიდონ ინჯია დაესწრნენ.
