თანამდებობიდან წასული ელჩი
საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას აფასებს. ილია დარჩიაშვილისთვის, ყოფილი დიპლომატის გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია. საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვებას კულტურისა და სპორტის მინისტრიც ეხმიანება და მას მწვავედ აკრიტიკებს. იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაცილებით მკაცრი ვერსია აქვს მიღებული, დიპლომატის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის იუმორნარევი შეფასებების გაკეთების საფუძველია.
