ფლორიდის პოლიციის ოფიცრის მიერ შავკანიანი სამხედრო პირის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
ფლორიდის პოლიციის ოფიცრის მიერ შავკანიანი სამხედრო პირის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავმა ორგანომ ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. მოკლული 23 წლის მამაკაცია, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციაში მსახურობდა. მისი ოჯახი ირწმუნება, რომ ფლორიდის პოლიციამ რეიდი არასწორ მისამართზე ჩაატარა და ცეცხლიც არამიზნობრივად გახსნა. პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ 23 წლის მფრინავს ხელში იარაღი უჭირავს, თუმცა ოფიცერს არ უმიზნებს. ფლორიდის პოლიციის ოფიცერი კი ირწმუნება რომ იგი ცეცხლის გახსნის დროს, თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.
