ჩინეთის ლიდერი უნგრეთში
ევროპა მხარს უჭერს ომს და ერთადერთი გამონაკლისი უნგრეთია, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა. ვიქტორ ორბანმა ჩინეთს მსოფლიო წესრიგის საყრდენი უწოდა და მხარი დაუჭირა პეკინის სამშვიდობო ინიციატივებს.
