ილია დარჩიაშვილი გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას ეხმაურება. ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ქართველმა ყოფილმა ელჩმა ამ ნაბიჯით შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს და უწყებას ასევე იმ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან. „ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი „ აცხადებს ილია დარჩიაშვილი.
