ირაკლი რუხაძე გაუმჭვირვალე ორგანიზაციებზე
გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა არასამთავრობო ორგანიზაცია-საერთაშორისო გამჭვირვალობის შესახებაც ისაუბრა. ირაკლი რუხაძემ ეკა გიგაურის განცხადება გაიხსენა , რაც დაკავების შემთხვევაში, დემონსტრანტებისთვის გირაოს გადახდას გულისხმობდა. ბიზნესმენის თქმით, გიგაურის განცხადების შესახებ ის დონორი ქვეყნების ელჩებს ესაუბრა, თუმცა როგორც რუხაძემ განმარტა მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ საერთაშორისო გამჭვირვალობის ამ კონკრეტულ მიზანზე.
