ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ როგორც ამერიკის მოქალაქეს და მედიაორგანიზაციის მფლობელს - აღნიშნული კანონი მასაც შეეხება. განიმარტა ისიც, თუ რა დამატებით ვალდებულებას დააკისრებს კანონი ორგანიზაციებს. ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” მისამართით გაკეთებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა.