უჩა აბაშიძის დაკავება
ბლოგერ უჩა აბაშიძეს, ბრალს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ოფიციალურად წარუდგენენ. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ბლოგერ აბაშიძის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შეგახსენებთ, გამოძიება სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე დაიწყო , რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.