დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
“ქრონიკის” ინფორმაციით, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე ერთ-ერთი დაკავებული, რუსეთის მოქალაქეა. ანდრეი რაუტბერგი საქართველოში ბოლოს გასული წლის 30 ოქტომბერს შემოვიდა და მას შემდეგ ქვეყანაში იმყოფება. “ქრონიკისთვის” ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გვარი ფიგურირებს ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი საქმიანობის კონტროლის მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებშიც.
