ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
„საქართველო ევროპის ნაწილია“ – ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. 1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დაფუძნებას.
