ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა
ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც შავი ზღვის რეგიონში , ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.