ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ
ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. შსს -ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ბლოგერ აბაშიძის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
