ევროპის დღე
ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა - ასეთია ევროპის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი გზავნილი. ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრობს, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.
