კალაძე: ძალადობა ყოველთვის მიუღებელია
ძალადობის ნებისმიერ ფორმას კატეგორიულად გმობს თბილისის მერი. კახა კალაძე აცხადებს, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება. რაც შეეხება ამ თემაზე გაკეთებულ ცალკეულ პოლიტიკურ განცხადებებს, მერს მიაჩნია, რომ მათი შინაარსი კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.
