კანონდარღვევის ფაქტები აქციებზე
საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით 8-9 მაისს სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს. საქმე ეხება პოლიციელზე თავდასხმას და ნივთის დაზიანების ფაქტს. მიმდინარე გამოძიების შესახებ განმარტება მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
