გადატრიალების გეგმა - სააკაშვილის დირექტივა
მიხეილ სააკაშვილი გადატრიალების გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს გეგმა ოქტომბრამდე უნდა შესრულდეს, არჩევნები კი დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს. სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს აჯანყებული მაიდანი და ქვეყნიდან გაქცეული იანუკოვიჩი. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის გეგმას არ იზიარებს, ნაწილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. სახელისუფლებო გუნდისთვის კი ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი წერს, პირდაპირი მოწოდებაა სახელმწიფო გადატრიალებისკენ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
