სტოლტენბერგი: NATO უკრაინაში ჯარს არ განათავსებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარების განლაგებას არ გეგმავს. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, კიევს ნატოსთვის უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა არ უთხოვია. სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა რუსული აგრესიისაგან თავის დასაცავად სჭირდება.
