ღაზის სექტორისთვის განკუთვნილმა ჰუმანიტარულმა გემმა კვიპროსის ნავსადგური დატოვა
ღაზის სექტორისთვის განკუთვნილმა ჰუმანიტარულმა გემმა კვიპროსის ნავსადგური დატოვა. ვაშინგტონის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების დროშით მცურავ გემს, მათ მიერ აგებული პორტის საშუალებით, ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად გამოიყენებენ.
