ევროპის დღე
ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა - ასეთია ევროპის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი გზავნილი. ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრობს , კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.
