9 მაისი აღნიშნეს გორში
9 მაისი აღნიშნეს გორში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომის გმირებს პატივი მიაგეს. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ისტორიაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია.
