ძალადობის ნებისმიერ ფორმას კატეგორიულად გმობს თბილისის მერი
კახა კალაძე აცხადებს, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება , რომელსაც მედიის, პოლიტიკოსებისა თუ სამართალდამცველების წინააღმდეგ ცალკეული ადამიანები ან გარკვეული ჯგუფები მიმართავენ . რაც შეეხება ამავე თემაზე გაკეთებულ ცალკეულ პოლიტიკურ განცხადებებს მერს მიაჩნია , რომ მათი შინაარსი კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.
