ევროკავშირის ელჩის მიმართვა
„მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ“. საქართველოს ევროპის დღეს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ულოცავს და განცხადებას ავრცელებს. „საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით, რაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე. წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო მომდევნო ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!“ - წერს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
