ფაშიზმზე გამარჯვების დღე
გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, ამიტომაც მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა - წერს პარლამენტის თავმჯდომარე
