თავდასხმა დიმიტრი ჩიქოვანსა და გია ჯაფარიძეზე
გვიან ღამით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, როგორც თავად ირწმუნება თავს უცნობი პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ერთ-ერთ აქტივისტზე - ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის შესახებაც. გვიან ღამითვე ზურა გირჩი ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჩიქოვანი და ჯაფარიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯაფარიძის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დიმიტრი ჩიქოვანს, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება