აქციებზე კანონდარღვევისთვის 6 ადამიანი დააკავეს
ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საზოგადოებას გააცნო აქციებზე გამოვლენილი სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტები. ამასთან სულხან თამაზაშვილმა განმარტება გააკეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების შესახებ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკური ლიდერები
