მედია: ამერიკამ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ისრაელის რაფაჰში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა. ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია ბომბებზე, რომლებიც შტატებს ისრაელისთვის უნდა მიეწოდებინა. შეერთებული შტატები რაფაჰში, სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ანკლავის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქში, სამხედრო მოქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ოპერაციის გარეშე ჰამასზე სრული გამარჯვება ვერ მოხერხდება.
