საქართველოს ტურისტულ პოტენციალს დუბაიში ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს დუბაიში ეცნობიან. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 30-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, სამთო, საზღვაო კურორტებსა და დაცულ ტერიტორიებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მოლაპარაკებებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 30 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს.