საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაიზარდა
აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა და დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარი შეადგინა. სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში დაახლოებით 530 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11 პროცენტია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა.
