სოფელ კავთისხევში ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ის გორში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ერთი კი გადარჩა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
