სადამკვირვებლო მისია სამხარაძის ხელმძღვანელობით
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს აკვირდება ნიკოლოზ სამხარაძე. ეუთოს, ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას სწორედ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ნიკოლოზ სამხარაძე, ხვალ მისიის სახელით პრესკონფერენციას გამართავს და არჩევნებს შეაჯამებს.
